(ფოტო/ვიდეო) კომპანია “ლიდერბეთსა” და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია “ლიდერბეთსა” და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის სამწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასი“ პარტნიორობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და “ლიდერბეთის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ქართლოს დიასამიძემ.

(ფოტო/ვიდეო) კომპანია

(ფოტო/ვიდეო) კომპანია

აღნიშნული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქართული სპორტის განვითარება და ახალგაზრდა სპორტსმენების ხელშეწყობა წარმოადგენს. ყურადღება მიექცევა ახალგაზრდობის მიმართულებით პროგრამებისა და კონკრეტული პროექტების რეალიზაციას.

“კომპანია “ლიდერბეთსა” და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს შორის სამწლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “ლიდერბეთი” სამი მილიონი ლარის ფარგლებში დააფინანსებს ფონდს და ყველა იმ წამოწყებას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქნება,” – აღნიშნა კომპანია “ლიდერბეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩო სარალიძემ. 

(ფოტო/ვიდეო) კომპანია

თანამშრომლობის ფარგლებში დეგეგმილია საგრანტო კონკურსების გამოცხადება დაფინანსების მოსაპოვებლად.

“სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ერთგვარი პლატფორმაა კერძო სექტორისთვის, რომ მათ ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ჩვენი სპორტის განვითარებაში. ბუნებრივია, ეს კონკრეტული მემორანდუმი ხელს შეუწყობს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 

მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით და ეს პირველ რიგში, ქართული სპორტის განვითარებას და ახალგაზრდა სპორტსმენების წარმოჩინებას წაადგება. ბუნებრივია, რომ ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს სპორტი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის და სწორედ ეს რესურსები მიმართული იქნება იმისთვის, რომ ჩვენმა თითოეულმა ახალგაზრდამ თავის ნიჭი წარმოაჩინოს. 

მინდა მადლობა მოვახსენო “ლიდერბეთის” წარმომადგენლებს, დამფუძნებლებს. დღემდე არაერთი მილიოონიან ინვესტიციაში მიუძღვით წვლილი და ესეც რამდენიმე მილიონიან თანამშრომლობას მოიცავს და ეს კი, მხოლოდ დასაწყისია,” – განაცხადა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

(ფოტო/ვიდეო) კომპანია

(ფოტო/ვიდეო) კომპანია

კომპანია “ლიდერბეთი” დაარსების დღიდან ცდილობს ხელი შეუწყოს ქვეყანაში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარებას.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი პოსტები

სრული შოკი - რას აკეთებდა წყვილი ტრიბუნებზე მატჩის მიმდინარეობისას (VIDEO)

ნახეთ, როგორ გამოიყურება სრულიად შიშველი ელინა სვიტოლინა აბაზანში [PHOTO]

რონალდო გაოგნებულია - კრიშტიანოს თავს უდიდესი უბედურება დაატყდა