ოფიციალურად: ზიდანმა "რეალი" დატოვა

მადრიდის "რეალმა" იუწყა, რომ კლუბი მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა დატოვა. 

როგორც ხდება ხოლმე, "სამეფო გუნდმა" ფრანგ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და შემდეგში წარმატებები უსურვა. 

ზიდანმა "ბლანკოსი" პირველად 2016 წელს დატოვა, 2019 წელს კი გუნდში დაბრუნდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებები აღარ ჰქონია. 

გასული სეზონი კი "რეალმა" უტიტულოდ დაასრულა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში არ მომხდარა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდის შესაძლო მომავალ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი განიხილება. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ალფონსო არეოლას მეუღლემ სრულიად შიშველი ფოტო გამოაქვეყნა [PHOTO]

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ