72 წლის ასაკში იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ იუწყა, რომ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა.
"მინდა გაუწყოთ, რომ ჩემი სამწვრთნელო კარიერა დასრულებულია. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით არაფრით დაკავებას არ ვაპირებ", - დაწერა სოციალურ ქსელში ლიპიმ.
მან სახელი "იუვენტუსში" მუშაობით გაითქვა, რომელიც იტალიის ჩემპიონი 5-ჯერ გახადა.
მთავარ მიღწევად კი რა თქმა უნდა, "სკუადრა აძურასთან" ერთად 2006 წელს მუნდიალის მოგებაა.
ლიპი ბოლოს "გუანჯოუ ევანგრადსა" და ჩინეთის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა.