ფრანგული გამოცემა l'Equipe წერს, რომ "რეალი" გუნდის მწვრთნელის ზინედინ ზიდანის გათავისუფლებაზე სერიოზულად ფიქრობს.
მას კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი შეხვდა და უთხრა, რომ სიტუაციის გამოსასწორებლად 2 მატჩი ეძლევა.
იმ შემთხვევაში, თუ "ბლანკოსი" ელ კლასიკოში "ბარსელონასთან" დამარცხდება და ჩემპიონთა ლიგაზე "გლადბახს" ვერ მოუგებს, ფრანგ სპეციალისტს კარისკენ მიუთეთებენ.
შეგახსენებთ, რომ "რეალმა" ბოლო ორი საშინაო მატჩი, "კადისთან" და დონეცკის "შახტართან" წააგო.