Football London წერს, რომ "ტოტენჰემს" "ლაციოს" ფორვარდის ჩირო იმობილეს დამატება სურს.
ლონდონელებმა რომაულ გუნდთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს და მზად არიან, 30 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღონ.
როგორც იცით, ზაფხულში "დეზებიდან" აბარგებას ჰარი კეინი აპირებს და იმობილეც მის მთავარ შემცვლელად განიხილება.
ჩიროს მიმდინარე სეზონში ფენომენალური სტატისტიკა აქვს. მან ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 30 გოლი შეაგდო და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.