იტალიური გამოცემა La Reppublica იუწყება, რომ ცნობილმა გერმანელმა სპეციალისტმა რალფ რაგნიკმა "მილანს" თავისი პირობები წაუყენა.
როგორც იცით, "ლომბარდიელებს" 61 წლის მწვრთნელის დანიშვნა დიდი ხანია სურთ და მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
რაგნიკს უნდა, რომ გუნდმა მას 140 მილიონი ევრო გამოუყოს, საიდანაც 80 მილიონი ტრანსფერებში დაიხარჯება, 60 მილიონი კი რესტრუქტურიზაციას მომხარდება.
ამას გარდა, გერმანელი მოითხოვს, რომ 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და "სან სიროზე" მის გუნდში მყოფი 20 ადამიანი გადავიდეს სამუშაოდ.
საინტერესოა, რომ "მილანის" ფეხბურთელთა ამჟამინდელი საშუალო ასაკი 26,4 წელია, რაგნიკი კი მის დაყვანას 22 წლამდე აპირებს.
იტალიური პრესა ირწმუნება, რომ თუ რაგნიკმა "როსონერი" მართლაც ჩაიბარა, გუნდის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი თანამდეობას დატოვებს და ამ პოსტსაც გერმანელი დაიკავებს.