ჯერ გავიაროთ ტესტირება! - გაბრიელე გრავინა შიშობს, რომ შესაძლოა, ვარჯიშის განახლებამ საფრთხე შექმნას

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა სერია A-ს გუნდებს მოუწოდებს, რომ მანამდე, ვიდრე ვარჯიშს განაახლებენ, კლუბის ყველა ფეხბურთელი და სტაფი კორონავირუსზე შეამოწმონ. 

ის მიიჩნევს, რომ ეს დამატებით თავის დაზღვევა იქნება, რადგან შესაძლოა, Covid 19 ერთი მოთამაშიდან არაერთ ფეხბურთელს გადაედოს. 

"პირველ რიგში, ვიდრე გუნდები ვარჯიშებს განაახლებენ, საჭიროა, რომ გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა და მთლიანად სტაფმა კორონავირუსზე ტესტირება გაიარონ. 

ეს რისკებს შეამცირებს და დამატებითი გართულებებისგან დაგვიცავს", - ამბობს გრავინა. 

შეგახსენებთ, რომ იტალიაში გუნდები ვარჯიშის განახლებას მაისის პირველ კვირაში აპირებენ. თუ ყველაფერი ასე მოხდა და სიტუაცია კარგად წარიმართა, სერია A 30 ან 31 მაისიდან დაუბრუნდება მაყურებელს. 

იტალიაში უკან არ იხევენ - კალჩოში სერია A-ს განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელეს

გაბრიელე გრავინა

მსგავსი პოსტები

ჯერ გავიაროთ ტესტირება! - გაბრიელე გრავინა შიშობს, რომ შესაძლოა, ვარჯიშის განახლებამ საფრთხე შექმნას