Gazzetta dello Sport იუწყება, რომ თურქული გრანდი "გალათასარაი" იტალიის სერია A-ს ბინადარ "ბრეშიადან" ფორვარდ მარიო ბალოტელის დამატებას ცდილობს.
სტამბოლელებმა ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, "გალათასარაი" 29 წლის თავდამსხმელს 2+1 სისტემის კონტრაქტს სთავაზობს.
ბალოტელი იტალიაში 2019 წლის ზაფხულში ფრანგული "ნიცადან" დაბრუნდა და ამჟამად "ბრეშიაში" ირიცხება.
"სკუადრა აძურას" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებში "სუპერ მარიოს" ადგილს ვერ ხედავს.