Goal.com წერს, რომ ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ პაოლო მალდინისა და მის ვაჟ დანიელს კორონავირუსი დაუდასტურეს.
მოგეხსენებათ, მალდინი ამჟამად "მილანის" სპორტული დირექტორია, დანიელი კი "როსონერიში" თამაშობს ფორვარდის პოზიციაზე.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე წუთის წინ კორონავირუსი ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდ პაულო დიბალას და მის მეგობარ გოგონასაც დაუდასტურეს.