Football Italia იუწყება, რომ "მილანი" ახალ კარის დარაჯს ეძებს და ამისთვის ორი კანდიდატი ჰყავს შეგულებული.
ერთი ვარიანტი "ნაპოლის" ამჟამინდელი კიპერი ალექს მერეტია, მეორე კი "ტორინოს" მეკარე სალვატორე სირიგუ.
როგორც იცით, "როსონერის" ამჟამინდელ კარის დარაჯ ჯანლუიჯი დონარუმას პსჟ-ის უკავშირებენ და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში ის პარიზულ გუნდში ითამაშებს.