"მილანის" სპორტულმა დირექტორმა პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ თუ "როსონერი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გუნდში ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება.
"როგორ იცით, იბრაჰიმოვიჩთან 6-თვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ, მაგრამ მასში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც ის 1 წლით ავტომატურად გაგრძელდება, თუ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვერ გავაღწევთ? მაშინ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მივუსხდეთ და ახლიდან მოვილაპარაკოთ", - თქვა მალდინიმ.