იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ "ნერიაძური" 0:2 აგებდა, თუმცა მიჯრით 4 ბურთი შეაგდო.
მატჩის შემდეგ "ინტერის" 28 წლის ფეხბურთელმა, ერთ-ერთმა გოლის ავტორმა მატიას ვესინომ თქვა, რომ ეს გამარჯვება დიდწილად მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს დამსახურებაა.
მან ფეხბურთელებს შესვენებაზე უთხრა, რომ ერჩივნათ მომკვდარიყვნენ, ვიდრე მატჩი არ შემოებრუნებინათ. კონტემ ფეხბურთელებს უთხრა, რომ გასულიყვნენ და ისე ეთამაშათ, თითქოს კარიერის ბოლო შეხვედრა ჰქონდათ, რამაც შედეგი მოიტანა...