იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურში "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ "როსონერიმ" პირველი ტაიმი 2:0 მოიგო, თუმცა მეორე 45 წუთში მიჯრით 4 ბურთი გაუშვა.
"ლომბარდიელთა" მხრიდან გოლისა და შედეგიანი გადაცემის ავტორი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, "ნერიაძურიდან" კი მე-4 ბურთი რომელუ ლუკაკუმ შეაგდო.
მატჩის შემდეგ ბელგიელმა იტალიელ ჟურნალისტებს მოკლედ უთხრა - "ქალაქს ახალი მეფე ჰყავს და ეს ზლატანმა უნდა იცოდეს".
ჯერჯერობით იბრას ლუკაკუსთვის პასუხი არ გაუცია...