გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აარონ რემსი "იუვენტუსს" დატოვებს.
ფეხბურთელს ტურინულ გრანდში სულ უფრო მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითიც ის ძალიან უკმაყოფილოა.
29 წლის ნახევარმცველი "ვეკია სინიორაში" ლონდონის "არსენალიდან" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა.
მან მიმდინარე სერია ა-ზე 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.