სოფია კენინი: ქართველებმა ეს მომწერეს, რის გამოც შოკირებული ვიყავი...

ავსტრალიის ღია პირველობის ტრიუმფატორმა სოფია კენინმა ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემას მისცა ინტერვიუ, სადაც საქართველოს შესახებაც ისაუბრა. 

მოგეხსენებათ, კენინი რუსია, მაგრამ აშშ-ის სახელით გამოდის და მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში მაშინ გადავიდა საცხოვრებლად, როდესაც სონია მხოლოდ 2 წლის იყო. 

"წარმოშობით რუსი ვარ, მაგრამ თავს ამერიკელად ვთვლი. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანაში გავატარე და აშშ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 

მაქვს თუ არა რუსეთთან რაიმე შეხება? არა. იქ მეგობრებიც კი არ მყავს. როგორც ვიცი, რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება ბევრ ქვეყანას არ აქვს. 

მაგალითად, როდესაც ავსტრალიის ღია ჩემპიონატი მოვიგე, საქართველოდან ერთ-ერთმა ბიჭმა მომწერა და "დამპალი რუსი ძუკნა" მიწოდა. ეს ჩემთვის უდიდესი შეურაცხყოფაა, მაგრამ თავს რუსად არ ვთვლი", - ამბობს 21 წლის კენინი.

სოფია კენინი

მსგავსი პოსტები

სოფია კენინი: ქართველებმა ეს მომწერეს, რის გამოც შოკირებული ვიყავი...