იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში "მილანმა" "ვერონა" მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღსანიშნავია, რომ "როსონერის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ფორვარდ დანიელ მალდინის, რომელიც ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილია.
როგორც იცით, "ლომბარდიელთა" ღირსებას დანიელის ბაბუა ჩეზარეც იცავდა, მამამისი კი გუნდის ნამდვილი ლეგენდა და ახლანდელი დირექტორია.
დანიელ მალდინიმ მოედანზე სულ 5 წუთი გაატარა, თუმცა ისტორიული ფაქტი მაინც დაფიქსირდა.