სერია A-ს 22-ე ტურში, მილანს ვირუსის გამო რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი. 'როსონერის' მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ვერონასთან და გამარჯვების შემთხვევაში, შეუძლია, მეოთხე პოზიციაზე მყოფ რომასთან ქულათა სხვაობა შეამციროს. ასეთ დროს, სტეფანო პიოლის გუნდს ლიდერის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა…
“ზლატან იბრაჰიმოვიჩს, სიმონ კიაერს და რადე კრუნიჩს ვირუსი აქვთ და დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ გუნდის დახმარებას. მიუხედავად ამ პრობლემებისა, გუნდი მზადაა სამი ქულის მოსაპოვებლად. ვერონასთან მატჩი შესუსტებული შემადგენლობით უნდა ჩავატაროთ, 23-ე ტურიდან კი ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან, მათ შორის ტრავმირებული ბილიაც”. - განაცხადა სტეფანო პიოლიმ.