ოფიციალურად: ცნობილი გახდა, დაასრულებს თუ არა კარიერას ბუფონი მიმდინარე სეზონის შემდეგ

ტურინის "იუვენტუსის" მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის აგენტმა სილვანო მარტინამ განაცხადა, რომ მისი კლიენტი კლუბთან მარტის ბოლოს საკუთრ მომავალს განიხილავს.
 
შეგახსენებთ, რომ 42 წლის მეკარე "იუვეში" ზაფხულში პსჟ-დან დაბრუნდა და ამ მომენტისთვის სერია A-ში 7 მატჩი გამართა.
 
"არ ვიცი, ბუფონი რას გააკეთებს. მგონი თავადაც არ იცის. კლუბის ხელმძღვანელობას მარტის ბოლოს შევხდებით და ვნახოთ რა იქნება.
 
ბუფონი ბედნიერია. ის 42 წლის არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ მუშაობს და მის ფორმას, ის თავს უვლის.
 
მას პარიზში კარგი სეზონი ჰქონდა და ბევრი შემოთავაზება ჰქონდა, მაგრამ როცა "ივენტუსმა" დაურეკა, ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის საუკეთესო ვარიანტი გამოდგა", - თქვა სილვანომ.
ტურინის იუვენტუსი ჯანლუიჯი ბუფონი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც