ბავშვობაში კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელმა ანდორინა რიკარდომ ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავის წარსული გაიხსენა.
ანდორინა და კრიშტიანო "ნასიონალის" აკადემიაში ერთად 1993/95-წლებში ბურთაობდნენ.
"კრიშტიანოს მთელი გუნდი "მტირალა ბავშვს" ეძახდა. ის ყოველთვის ითხოვდა, რომ ბურთი მისთვის მიეწოდებინათ და თუ ასე არ მოიქცეოდნენ, მაშინვე ტირილს იწყებდა.
რონალდო ასევე ძალიან ნერვიულობდა თუ მისი გუნდი მარცხდებოდა. ის ოთახში ჩაიკეტებოდა და განუწყვეტლივ ტიროდა", - იხსენებს ანდორინა.