"ეს დაუჯერებელია" - რატომ მივიდა ნადალი მატჩის შემდეგ ქართველ ჩოგბურთელებთან და რა უთხრა მათ

Amazon Prime-ს საჩოგბურთო მიმომხილვევი სემ სმიტი ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და ქართველ ჩოგბურთელებზე წერს. 

როგორც იცით, ჩვენი ნაკრები ავსტრალიაშია და ATP Cup-ში იღებს მონაწილეობას. 

ჩვენებურები ჯგუფში იაპონიასთან, ესპანეთთან და ურუგვაისთან ერთად არიან. ესპანეთის ნაკრებში თამაშობს პლანეტის პირველი ნომერი ლეგენდარული რაფაელ ნადალი, რომელიც როგორც ჩანს, გუშინ იაპონიისა და საქართველოს ნაკრებების წყვილების მატჩებს ესწრებოდა. 

მოულოდნელად, წყვილებში ალექსანდრე ბაკშიმა და ზურა ტყემალაძემ ბენ მაკლინისა და ტოშიჰიდე მატსუის დუეტი ორ სეტში - 6:2, 6:4 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ კი მოვლენები საკმაოდ საინტერესოდ განვითარებულა. აი, რას წერს სემ სმიტი, რაზეც ზემოთ უკვე გესაუბრეთ. 

"მოულოდნელად, ორმა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, რომელთაც რეიტინგიც კი არ გააჩნიათ, წყვილთა თანრიგში იაპონიას მოუგეს. 

საინტერესოა, რომ მატჩს რაფაელ ნადალი ესწრებოდა, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველებთან მივიდა და უთხრა, რომ კარგად ითამაშეს.

რაფამ მათთან სელფიც გადაიღო და ბევრი ესაუბრა. მან დაახლოებით 15-20 წუთი გაატარა ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელებთან. 

ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხომ რაფაა", - წერს ჟურნალისტი.

რაფაელ ნადალი ალექსანდრე ბაკში ზურა ტყემალაძე

მსგავსი პოსტები

"ეს დაუჯერებელია" - რატომ მივიდა ნადალი მატჩის შემდეგ ქართველ ჩოგბურთელებთან და რა უთხრა მათ

უდიდესი აღიარება - რა თქვა ნადალმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

პერესის სუპერ იდეა - "სანტიაგო ბენაბეუზე" ფედერერისა და ნადალის მატჩი იგეგმება