პიატეკი იბრაჰიმოვიჩს შეეწირა - ცნობილია, სად განაგრძობს კარიერას პოლონელი ფორვარდი

იტალიური პრესის ინფორმაციით, "მილანში" კშიშტოფ პიატეკის დღეები დათვლილია და ის ზამთარში ახალ გუნდში გადაბარგდება. 

პოლონელი თავდამსხმელის დამატების სურვილს ლონდონის "ტოტენჰემი" იჩენს. 

"დეზებს" ჰარი კეინი დაუშავდათ და მის შემცვლელად აქტიურად ეძებენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომაც აღნიშნა, რომ ახალი ფორვარდი უნდა დაიმატონ.

შეგახსენებთ, რომ "როსონერიმ" თავისუფალი აგენტის სტატუსით რამდენიმე დღის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაიმატა და იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ამიტომ პიატეკს 35 მილიონ ევროდ შეელევიან. 

მილანი ჟოზე მოურინიო ჰარი კეინი ლონდონის ტოტენჰემი კშიშტოფ პიატეკი

მსგავსი პოსტები

მია ხალიფა: თუ "ლივერპული" ლიგას მოიგებს, ამ ადამიანებთან სექსით დავკვავდები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი