ეჟენი ბუშარი: ის, რაც საქართველოში ვნახე, გაოგნებული დამტოვა და დღემდე მახსოვს

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მე-5 ნომერმა კანადელმა ეჟენი ბუშარმა თავის განვლილ კარიერაზე ისაუბრა. 

მან ყურადღება კარიერის საწყის წყლებზე გაამახვილა და ერთ-ერთ ეპიზოდში საქართველოც გაიხსენა. 

"ჩოგბურთელის კარიერის საწყისი ეტაპები ძალიან რთულია. ტოვებ ოჯახს და მიდიხარ არაერთ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა კულტურა, რელიგია და ღირებულებებია. 

პირველ ეტაპზე ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო და ხშირად დიდ სტრესს ვიღებდი. 

როდესაც ტურნირზე შორს გავდიოდი, რომელიმე ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტ ხანს მიწევდა დარჩენა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ოჯახის წევრებს ინტერნეტის საშუალებით დღეში 3-4-ჯერ ვესაუბრებოდი. 

მიუხედავად ამისა, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ არაერთი ლამაზი ქვეყანა ვნახე. 

იაპონიის კულტურა და ისტორია დიდებულია, ეგვიპტის პირამიდებიც დიდებული სანახავია. 

ასევე გამოვყოფდი საქართველოს. ამ ქვეყნის სილამაზემ და სამზარეულომ აღფრთოვანებული დამტოვა და დღემდე მახსოვს", - ამბობს ბუშარი, ვინაც დღეს მსოფლიო რეიტინგში 149-ე ადგილს იკავებს. 

მან ბოლომდე გაიხადა - ეჟენი ბუშარის სრულიად შიშველი ფოტოები მსოფლიოს აოგნებს [PHOTO]

ეჟენი ბუშარი: ეს საფეხბურთო ვარსკვლავი სექსის სანაცვლოდ ფულს მთავაზობდა

ეჟენი ბუშარი

მსგავსი პოსტები

"457 დღეა სექსი არ მქონია" - მსოფლიოს ერთ-ერთი სექსუალური ჩოგბურთელის პოსტმა სოციალური ქსელი ააფეთქა

მან ბოლომდე გაიხადა - ეჟენი ბუშარის სრულიად შიშველი ფოტოები მსოფლიოს აოგნებს [PHOTO]

"სიშიშვლესა და სექსს გადაყოლილი გოგონა" - რატომ ასრულებს კარიერას ეჟენი ბუშარი