"ბასკონიამ" იუწყა, რომ კლუბის ქართველ ლეგიონერ თორნიკე შენგელიას უქმოობა 3-4 კვირის მანძილზე მოუწევს.
გუშინ, ჩვენებურს, სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგადაც აღნიშნული ინფორმაცია გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ტრავმა, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მიიღო, სადაც მისი "ბასკონია" 74:91 დამარცხდა.