"ბასკონიას" მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა თორნიკე შენგელიას ტრავმასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.
"პირველადი შეხედულება კარგი ნამდვილად არ არის, მაგრამ მოდი სამედიცინო შემოწმებას დაველოდოთ, რის შემდეგაც ტრავმის სირთულეზე უფრო მეტის თქმა შეგვეძლება.
ის მუხლზე ტკივილებს გრძნობდა და ჩვენ შენგელიას გამო შეშფოთებულები ვართ", - აღნიშნა პერასოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა მადრიდის "რეალთან" მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო.