სერხიო პარისე: საქართველოს 6 ერში არაფერი ესაქმება

პარასკევს, პირველ იანვარს, სტარტს 6 ერის გათამაშება აიღებს, სადაც რა თქმა უნდა, იტალიის ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. 

ტურნირს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიელთა კაპიტანი სერხიო პარისე ადგილობრივ ჟურნალისტებს გაესაუბრა. 

გთვაზაობთ იმ ნაწილს, სადაც ის "ბორჯღალოსნების" შესახებ ლაპარაკობს. 

"საქართველო 6 ერში? მათ თავის დონეზე კარგი ნაკრები ჰყავთ, მაგრამ 6 ერის გარშემო მათი ხსენება არ შეიძლება.

იტალიას აქვს უფლება ამ დიდ ტურნირში ითამაშოს, მაგრამ საქართველოს არა და ეს მათთან თამშშიც დავადასტურეთ", - აღნიშნა პარისემ. 

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" იტალიას 10 ნოემბერს ტესტ-მატჩში დაუპირისპირდნენ და 17:28 წააგეს. 

სერხიო პარისე

მსგავსი პოსტები

სერხიო პარისე: საქართველოს 6 ერში არაფერი ესაქმება