გიორგი ლორიას "მაგდებურგში" მეორე მეკარეობას უპირებენ

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა bild.de წერს, რომ საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი გიორგი ლორია თავის ახალ კლუბ "მაგდებურგში" მეორე მეკარე იქნება. 

გთავაზობთ სტატიას, რომელიც ცნობილმა გამოცემამ ჩვნებურის შესახებ მოამზადა.

"გიორგი ლორიას თამაში უნდა და ის სათადარიგო სკამზე ყოფნისთვის არ ჩამოსულა, რასაც პირველივე ვარჯიშის შემდეგ გაუსვა ხაზი. 

თავის მხრივ, 23 წლის ძირითადის მეკარე ალექსანდერ ბრუნსტი არაფრის დათმობას არ აპირებს. 

როგორც ის ამბობს, მან იცოდა, რომ "ბრაუნშვაინგში" გადასული იასმინ ფეზიჩის შემცვლელს მოიყვანდნენ, ამიტომ მისთვის გასაოცარი არაფერი მომხდარა. 

კლუბის დირექტორი მაიკ ფრანცი მიიჩნევს, რომ ძირითადი შემადგენლობის მეკარე კვლავ ბრუნსტი იქნება, თუმცა გარანტირებული არაფერია. 

"ლორია არის მოთამაშე, რომელიც ჩვენ ძალიან გვაკლდა. მას დიდი გამოცდილება აქვს და ამაზე 47 სანაკრებო შეხვედრაც მოწმობს. 

ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა იაშვილმა და კობიაშვილმა საქართველოში დამპატიჟეს, მოლდოვასთან თამაშს დავესწარი და ლორია ძალიან მომეწონა, იგი ფეხით კარგად თამაშობს და კარგი რეფლექსები აქვს.

მან პირველი ნომერი მიიღო მაგრამ ძირითადის მოთამაშედ 23 წლლის ალექსანდერ ბრანსტი უნდა დარჩეს, ალექს ჩვენი მხარდაერა აქვს, მაგრამ მუდმივად მას ძირითადში ადგილი გარანტირებული არ ექნება და ამისთვის ბრძოლა მოუწევს" , - აღნიშნა ფრანცმა.
 
 
გიორგი ლორია მაგდებურგი

მსგავსი პოსტები

გიორგი ლორიას "მაგდებურგში" მეორე მეკარეობას უპირებენ

ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას ახალი კლუბი ცნობილია

გიორგი ლორიას ახალი ვარიანტი გამოუჩნდა - ნახეთ, რომელი გუნდი ინტერესდება საქართველოს ნაკრების მეკარით