"გენტის" ახალვწეული: ძირითადი შემადგენლობიდან გიორგი ჩაკვეტაძის ამოგდებას ვეცდები

"გენტმა" ოფიციალურად იუწყა, რომ 28 წლის უკრაინელი ნახევარმცველი რომან ბეზუსი კარიერას მათ რიგებში განაგრძობს. 

როგორც უკრაინული პრესა იუწყება, ჩვენებურების გუნდმა მის სანაცვლოდ ერთი მილიონი ევრო გადაიხადა. 

ბეზუსი კარიერის განმავლობაში "ვორსკლას", "დინამო კიევისა" და "დნიპროს" ღირსებასაც იცავდა, "სენტ ტრუიდენში" კი 2016 წლიდან ირიცხებოდა. 

საინტერესოა, რომ ის "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის პირდაპირი კონკურენტია. 

როგორც მას წარდგენის შემდეგ სითავხედე ეყო აღნიშნა, ახალ გუნდში სათადარიგოთა შორის დასაჯდომად არ მოსულა და ძირითადი შემადგნელობის წევრი უნდა გახდეს. 

მან აღნიშნა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, თუმცა ყველაფერს იზამს, რომ სასტარტო თერთმეტეულში თავად იყოს. 

ბეზუსი ამბობს, რომ "გენტში" გადასვლა წინ გადადგმული ნაბიჯია და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. 

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა