ანტონ შვეცს საქართველოს ნაკრებში თამაში შეეძლო

25 წლის ფეხბურთელმა ანტონ შვეცმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში შეეძლო.

როგორც მან აღნიშნა, კარიერის საწყის ეტაპებში საქართველოდან დაუკავშირდნენ და ჩვენს ეროვნულ გუნდში თამაში შესთავაზეს.

"2011 წელს, როდესაც "სარაგოსას" ღირსებას ვიცავდი, საქართველოს ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცა.

დამიკავშირდნენ და მოქალაქეობის მიღება შემომთავაზეს, თუმცა უარი განვაცხადე, რადგან ყოველთვის რუსეთის ნაკრებში თამაში მსურდა. 

დედაჩემი ქართველია და მეუბნებოდა, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე, მამაჩემი კი უკრაინელია და გადაწყვეტილებას მიწონებდა. 

მთელი ბავშვობა საქართველოში გავატარე, თუმცა ყოველთვის რუსეთის ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი", - აღნიშნა შვეცმა. 

2013 წლის მარტში ანტონი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. 2017 წლიდან კი ის რუსეთის ნაკრების წევრია. 

ის "სარაგოსასა" და "ვილიარეალის" წევრი იყო, ახლა კი გროზნოს "ახმატში" ირჯება.

ანტონ შვეცი

მსგავსი პოსტები

ანტონ შვეცს საქართველოს ნაკრებში თამაში შეეძლო