ექსკლუზივი: დადასტურდა! - გიორგი ჩაკვეტაძეს "ბარსელონას" სკაუტები მართლაც აკვირდებიან

დადასტურდა - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით "ბარსელონა" მართლაც დაინტერესებულია. ამის შესახებ Sport365.ge-ს ექსკლუზიურად ჩაკვეტაძის ოჯახის წევრმა განუცხადა. 

როგორც გიორგის ოჯახის წევრმა გვითხრა, კატალონიური კლუბის სკაუტები ბელგიაშიც იმყოფებოდნენ და "გენტის" თამაშებსაც დაესწრნენ, რათა ჩაკვეტაძეს დაკვირვებოდნენ. 

რესპოდენტი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე "ბარსელონა" კონტაქტზე არ გამოსულა, თუმცა დაინტერესება მართლაც რეალურია. 

როგორც მანვე გაგვიმხილა, დაინტერესება "დორტმუნდიდანაც" არის და ჩაკვეტაძეს გერმანული გუნდის სკაუტებიც აკვირდებიან. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ხვალ ანდორასთან შეხვედრაში ამომავალ ქართველ ვარსკვლავს "ბარსელონას" სკაუტები დააკვირდებიან. 

▶ Sport.es: "ბარსელონა" გიორგი ჩაკვეტაძითაა დაინტერესებული და ხვალ მის თამაშს კატალონიელთა სკაუტები დააკვირდებიან

▶ გიორგი ჩაკვეტაძე "დორტმუნდში"? - გერმანული გრანდის სკაუტები ქართველ ტალანტს აკვირდებიან

გიორგი ჩაკვეტაძე

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა