საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ლიხტენშტაინის განადგურებით დაიწყო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო, გიორგი მიქაძის გუნდმა ლიხტენშტაინი 7:0 დაამარცხა.

ჩვენი ნაკრებიდან ჰეთ თრიქით გიორგი გულიაშვილი გამოირჩა. თითო გოლიც ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, თამაზ ბაბუნაძემ და გიორგი ივანიაძემ გაიტანეს.

მთავარმა მწვრთნელმა ლიხტენშტაინთან ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ბულისკერია, ხარაბაძე, გელაშვილი, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, დარცმელია, გულიაშვილი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ბაბუნაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ივანიაძე, გაბუნია, ინჯგია, ფაცაცია, ნანობაშვილი.

ჯგუფის მეორე მატჩში ისრაელმა 4:1 დაამარცხა აზერბაიჯანი. სწორედ აზერბაიჯანთან ელის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს მომდევნო შეხვედრა. მატჩი 17 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

გიორგი მიქაძე ლაშა ნანობაშვილი

მსგავსი პოსტები

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ლიხტენშტაინის განადგურებით დაიწყო

U19: საქართველო აზერბაიჯანთან დამარცხდა და ბოლო ტურში მოგება ესაჭიროება