ჯენარო გატუზოს "მილანიდან" წასვლის თარიღი ცნობილია - როდის დარჩება "როსონერი" მთავარი მწვრთნელის გარეშე

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Calciomercato იუწყება, რომ "მილანი" ჯენარო გატუზოს "სპალთან" თამაშის შემდეგ გაათავისუფლებს. 

როგორც იცით, "როსონერის" დამრიგებელს ულტიმატუმი ჰქონდა წაყენებული, რომლის მიხედვითაც "ფროზინონესთან" და "სპალთან" მატჩები უნდა მოეგო.

"მილანმა", გუშინ, მე-18 ტურში სწორედ "ფროზინონეს" ვერ სძლია (0:0) და ყველა მოელოდა, რომ "მამაც გულს" კარისკენ მიუთითებდნენ. 

როგორც იტალიური მედია წერს, გატუზო წლის ბოლო მატჩში კვლავ გუნდის მწვრთნელი იქნება, 2019 წლიდან კი "როსონერის" ახალი დამრიგებელი ეყოლება. 

"მილანისა" და "სპალის" მატჩი 29 დეკემბერს გაიმართება. 

სერია A XVIII ტური: "მილანმა" "ფროზინონე" ვერ დაამარცხა და ჯენარო გატუზოს შეუძლია ბარგი ჩაალაგოს [VIDEO]

მილანი ჯენარო გატუზო სპალი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება