"მიაქციეთ ყურადღება ამ ფეხბურთელს" - ჯანო ანანიძე ჰოლანდიის ჩემპიონატში მიდის?

ჰოლანდიური საიტი fcupdate.nl იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე წერს. 

წყარო ევროპის მასშტაბით იმ ფეხბურთელებზე საუბრობს, რომელიც ჰოლანდიურ კლუბებს გააძლიერებდა და მათი დამატება იაფად შეიძლება. 

fcupdate.nl ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად მოსკოვის "სპარტაკისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ ჯანო ანანიძესაც მიიჩნევს. 

როგორც წყარო აღნიშნავს, ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელს რუსული კლუბიდან უშვებენ და მისი დამატება უსასყიდლოდ შეიძლება. 

საიტისვე ინფორმაციით, ანანიძეს ბევრი ტრავმა აქვს, მაგრამ გათვალისწინებით იმისა, რომ ჰოლანდიაში ფიზიკური ორთაბრძოლები ნაკლებია, მან ასეთ შემთხვევებს შეუძლია თავი აარიდოს. 

როგორც იცით, ჰოლანდიურ კლუბებში უმეტეს შემთხვევაში ან ახალგაზრდა ტალანტები თამაშობენ, ან ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც სხვა გუნდებში ვერ გაამართლეს და ერედივიზიას უფასოდ, ან საკმაოდ დაბალი თანხის საფასურად მიაშურს. 

fcupdate.nl ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად სწორედ ანანიძეს განიხილავს და ჰოლანდიურ კლუბებს ურჩევს, რომ ჯანოს ყურადღება მიაქციონ. 

აქვე გეტყვით, რომ ქართველი ფეხბურთელის შესახებ დღეს Sports.ru-მაც დაწერა, რომელიც აღნიშნავს, რომ ჩვენებური, შესაძლოა, "კრილია სოვეტოვში" იჯარით გადაბარგდეს. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სპარტაკი" იანვარში ანანიძეს კონტრაქტს გაუწყვიტავს. 

გადაწყვეტილება მიღებულია - "სპარტაკში" გატარებული 11 წლის შემდეგ ჯანო ანანიძე მოსკოვური კლუბიდან იანვარში წავა

რამდენიმე მილიონი - რა თანხას გამოიმუშავებს ერთ სეზონში ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკში"

ჯანო ანანიძე

მსგავსი პოსტები

არის!... ჯანო ანანიძე ახალ კლუბში გადავიდა - ქართველი ნახევარმცველის 9-წლიანი მოსკოვური კარიერა დასრულდა

რა აჩუქა ნეიმარმა ჯანო ანანიძეს, რაზეც მთელი რუსეთი საუბრობს

ჯანო ანანიძეს "სპარტაკის" ფანებმა დასცინეს - რა სურათი დაიდო მოსკოვური გუნდის გულშემატკივრების საიტზე [PHOTO]