დაამცირა თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ნაკრები? - რა თქვა ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენს ეროვნულ გუნდზე

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამთავრობო თათბირზე ფეხბურთის შესახებაც ისაუბრა. 

ლუკაშენკოს ადგილობრივი კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის მიმართ კრიტიკა არ დაუშურებია, შემდეგ კი რამდენიმე სიტყვა საქართველოს ნაკრების შესახებაც თქვა. 

"მთავარი სიტყვა არის ქაოსი. ელემენტარული წესრიგი არაა. ფეხბურთის ფედერაცია, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული ნაკრებია. საქართველოსთან მატჩი თქვენი გამოცდა იქნება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჩვენთვის კონკურენტი არ არის,"- თქვა ლუკაშენკომ.

როგორც იცით, ბელორუსი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებს თბილისში დაუპირისპირდება. 

ლუკაშენკოს კი ნათქვამი შეგვიძლია ორაზროვნად გავიგოთ. პირველი, როგორც ქართველებისა და ბელორუსიის მეგობრობის ნიშანი და არა მეტოქეობა.

მეორე, ლუკაშენკო საქართველოს სერიოზულ მეტოქედ არ მიიჩნევს და მას ასეთი განცხადებები ხშრად სჩვევია. 

განსჯა თქვენთვის მოგვინდია... 

ალექსანდრე ლუკაშენკო

მსგავსი პოსტები

დაამცირა თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს ნაკრები? - რა თქვა ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენს ეროვნულ გუნდზე