რუსეთის ჩემპიონატში შესაძლოა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს

რუსული გამოცემები იუწყებიან, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი შესაძლოა, ყაზანის "რუბინში" გადაბარგდეს. 

ყურბან ბერდიევის გუნდი 23 წლის ქართველითაა დაინტერესებული და მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. 

დვალი ამჟამად პოლონური "პოგონის" ღირსებას იცავს, იქამდე კი ყაზახეთში, გერმანიაში, საქართველოში, ლატვიაში, ინგლისსა და თურქეთში თამაშობდა. 

მიმდინარე სეზონში ლაშამ "პოგონის" 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. 

ლაშა დვალი პოგონი ყაზანის რუბინი

მსგავსი პოსტები

საქართველოს ნაკრების მცველი დღეს ახალ გუნდში ოფიციალურად გადავა - რა დაუჯდა უნგრულ კლუბს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ყაზანის რუბინში გადავიდა

რუსეთის ჩემპიონატში შესაძლოა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდეს