საბა კვირკველიას ყოფილი მწვრთნელი: "ჩელსის" დამარცხება შეგვიძლია

საბა კრირკველიას ყოფილმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ, რომელიც ამჟამად სათავეში "უოტფროდს" უდგას, განაცხადა, რომ მის კლუბს "ჩელსის" დამარცხება შეუძლია. 

"უოტფორდი" და "ჩელსი" პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ერთმანეთს 26 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

"არ ვიცი, თუ რას შეცვლის "ჩელსი" თავის თამაშში "ლესტერთან" საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ.

მათ წინააღმდეგ თამაშისას, შენი საუკეთესო ფეხბურთი უნდა ითამაშო და ბოძებული შანსები გამოიყენო. 

"ჩელსის" ბრწყინვალე ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საკუთარ მოედანზე გულშემატკივრების მხარდაჭერითა და კარგი თამაში მათი დამარცხება შეგვიძლია", - აღნიშნა გრასიამ. 

ლესტერი ლონდონის ჩელსი უოტფორდი ხავი გრასია

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"