"მას მთავარ მწვრთნელად ვისურვებდი" - კარლ ჰაინც რუმინიგემ "ბაიერნის" მომავალ დამრიგებელზე მოსაზრება გამოთქვა

მიუნხენის "ბაიერნის" აღმსასრულებელმა დირექტორმა კარლ ჰაინ რუმინიგემ გუნდის ყოფილ ფეხბურთელ ჩაბი ალონსოს შესახებ ისაუბრა. 

"ვფიქრობ, ჩაბი ალონსო დიდებული მწვრთნელი იქნებოდა. მას დიდებული ავტორიტეტი აქვს, უმუშავია ბევრ მწვრთნელთან და საუბრობს ბევრ ენაზე.

ალონსო დიდებული პიროვნებაა. ვისურვებდი, ერთ დღესაც ის "ბაიერნის" მწვრთნელი გამხდარიყოს", - აღნიშნა რუმინიგემ. 

შეგახსენებთ, რომ ალონსო "რეალის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის და ის "რეკორდმაისტერში" 2014-17 წლებში თამაშობდა.

მიუნხენის ბაიერნი კარლ ჰაინც რუმინიგე ჩაბი ალონსო

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის