"მე და ჩემს შტაბს სწორედ ეს გვსურს" - სოლსკიაერმა მომავალი დაგეგმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მის ხელში თავის გამოჩენის საშუალება ყველა ფეხბურთელს მიეცემა. 

"გუნდში ყველა ფეხბურთელმა იცის, რომ თავისი შანსი მიეცემა. არ მაინტერესებს თუ რა იყო ჩემამდე, ყველა სუფთა ფურცლიდან იწყებს. 

მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს გვსურს, რომ თავისი შესაძლებლობები ყველა ფეხბურთელმა დაამტკიცოს", - აღნიშნა სოლსკიაერმა. 

"მანჩესტერ იუნაიტედი" მორიგ მატჩს პრემიერ ლიგაში 26 დეკემბერს გამართავს და "ჰადერსფილდს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერის სადებიუტო მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" "კარდიფს" 5:1 სძლიეს. 

მანჩესტერ იუნაიტედი ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსგავსი პოსტები

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

გადაწყდა - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დაიმატა