კარგით დავიწყოთ თუ ცუდით - მხითარიანი 2018 წლის სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მძიმე ტრავმა მიიღო

ლონდონის "არსენალს" კლუბის ერთ-ერთი ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი ექვსი კვირით გამოაკლდა. 

სომეხმა ფეხბურთელმა ტრავმა "ტოტენჰემთან" სათასო შეხვედრაში მიიღო და როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, მას საკმაოდ მძიმე დაზიანება აღმოაჩნდა.

აქვე გეტყვით, რომ დღეს სომხეთში საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დაასახელეს, რომელიც სწორედ მხითარიანი გახდა. 

მიმდინარე სეზონში მხითარიანმა პრემიერ ლიგის 14 მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. 

ლონდონის არსენალი ჰენრიხ მხითარიანი

მსგავსი პოსტები

დიდი დაბრუნება! - არსენ ვენგერის მომავალი გუნდი გარკვეულია

"ბატეს" ფეხბურთელებმა "არსენალთან" მოგება აღნიშნეს, მაგიდაზე კი ქართული სასმელი გამოჩნდა [PHOTO]

მოულოდნელი ამბავი - პეტერ ჩეხი მომავალი სეზონიდან მსოფლიო გრანდს გაწვრთნის