სერ ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერში" დაბრუნდა! - რა როლი დაეკისრება ლეგენდარულ შოტლანდიელს "იუნაიტედში"

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემები იუწყებიან, რომ ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა. 

გამოცდილი შოტლანდიელი სპეციალისტი, სეზონის ბოლომდე, კლუბის ახალი თავკაცის ოლე გუნარ სოლსკიაერის მრჩეველი იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფერგიუსონი რჩევების მიცემაზე თანახმა მოურინიოს დროსაც იყო, თუმცა ეს თავად პორტუგალიელმა არ ისურვა. 

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერი "მანჩესტერში" დროებით მწვრთნელად ერთი კვირის წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით "იუნაიტედმა" პირველივე მატჩში გასვლაზე "კარდიფი" 5:1 გაანადგურა. 

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონი "მანჩესტერს" 1986-2013 წლებში წვრთნიდა. 

სოლსკიაერს კარგი დებიუტი გამოუვიდა - "მანჩესტერმა" 2013 წლის შემდეგ 5 გოლი პირველად გაიტანა [VIDEO]

მანჩესტერ იუნაიტედი ჟოზე მოურინიო ოლე გუნარ სოლსკიაერი სერ ალექს ფერგიუსონი

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა