დაბრუნება ინგლისში - კლაუდიო რანიერიმ პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბარა

"ფულჰემმა" იუწყა, რომ კლუბმა გათავისუფლებული სლავიშა იოკანოვიჩი კლაუდიო რანიერით ჩაანაცვლა. 

ლონდონელებმა იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.

კლაუდიო ბოლოს "ნანტს" ედგა სათავეში, იქამდე კი "ლესტერში" პრემიერ ლიგა მოიგო და საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის ავტორი გახდა. 

პრემიერ ლიგაში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ "ფულჰემს" 5 ქულა აქვს და ჯერჯერობით უპირობო აუტსაიდერია. 

კლაუდიო რანიერი ლესტერი ფულჰემი

მსგავსი პოსტები

"რატომ არ გადავედი "ლესტერში"? - საბა კვირკველიამ არშემდგარი ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა

მოურინიო ინგლისის ჩემპიონშიპში მიდის? - ჟოზეს უცნაური შეხვედრა ლონდონში

წარმოუდგენელი თანხა - რამდენს გამოუყოფს "ლესტერი" ბრენდან როჯერსს ტრანსფერებისთვის