ჯენარო გატუზო რჩება, მაგრამ ულტიმატუმი წაუყენეს - "მილანის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი ლეგენდარული მწვრთნელია

Football Italia ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუხედავად ბოლო მატჩებში საშინელი ასპარეზობისა, "მილანის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო თანამდეობას შეინარჩუნებს. 

"როსონერის" ხელმძღვანელობამ "მამაცი გული" დაავალდებულა, 26 დეკემბერს გასვლაზე "ფროზინონე", ხოლო 29 დეკემბერს სახლში "სპალი" დაამარცხოს. 

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იმ შემთხვევაში თუ გატუზო კლუბიდან წავა, "მილანის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი ლეგენდარული ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი იქნება.

"როსონერის" სერია ა-ში უკვე სამი ტურია არ გაუტანია გოლი, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. 

17 ტურის შემდეგ "მილანს" 27 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა. 

სერია A. XVII ტური: "მილანმა" სახლში "ფიორენტინასთან" წააგო და დიდი ალბათობით, ჯენარო გატუზოს გაუშვებენ [VIDEO]

მილანი ჯენარო გატუზო არსენ ვენგერი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება