"ვიცი, რომ ჟოზეს შესახებ უნდა ვისაუბრო" - რა თქვა პოლ პოგბამ "კარდიფთან" მატჩის შემდეგ მოურინიოზე

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში გასვლაზე "კარდიფის" განადგურების შემდეგ (1:5) ჟურნალისტებთან კომენტარი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელმა პოლ პოგბამ გააკეთა.

"ვიცი, რომ ჟურნალისტები, პირველ რიგში, ჩემს კომენტარს მოურინიოსთან დაკავშირებით ელოდებით. თავდაპირველად, ვიტყოდი, რომ "კარდიფთან" ბრწყინვალედ ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

რაც შეეხება ჟოზეს, ჩვენ მასთან ერთად ტიტულები მოვიგეთ. მართალია, ყველაფერი კარგად არ მიდიოდა, მაგრამ ჩვენ ტიტულები დავისაკთრეთ, რაც უკეთეს პერსონად გაქცევს.

ეს ყველაფერი უკვე წარსულია, მოურინიოს კი მხოლოდ მადლობას ვუხდი. უკან არცერთი ფეხბურთელი აღარ იყურება, ყველა მოამვალ მატჩებზე და ქულების დაროვებაზე ფიქრობს", - აღნიშნა პოგბამ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგსა და პორტუგალიელს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, პოგბამ კი მოურინიოს გაშვების შემდეგ "ინსტაგრამზე" დამცინავი ფოტო გამოაქვეყნა.

პოლ პოგბამ "მანჩესტერიდან" გათავისუფლებულ ჟოზე მოურინიოს დასცინა [PHOTO]

სოლსკიაერს კარგი დებიუტი გამოუვიდა - "მანჩესტერმა" 2013 წლის შემდეგ 5 გოლი პირველად გაიტანა [VIDEO]

მანჩესტერ იუნაიტედი ჟოზე მოურინიო პოლ პოგბა

მსგავსი პოსტები

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

უდიდესი სენსაცია - მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასული გუნდი ჩაიბარა