"მილანის" ყოფილი კაპიტანი იტალიის სერია C-ს ბინადარ კლუბში გადავა

"მილანის" 33 წლის ნახევარმცველი რიკარდო მონტილოვო შესაძლოა, იტალიის სერია C-ში გადაბარგდეს. 

როგორც იცით, რანგით მე-3 დივიზიონში მოასპარეზე "მონცას" მფლობელი "როსონერის" ყოფილი პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი. 

სწორედ გალიანიმ აღნიშნა, რომ მონტოლივო დიდებული ფეხბურთელია და ტრანსფერის ალბათობა დიდია. 

შეგახსენებთ, რომ ერთი ხანობა მონტოლივო "მილანის" კაპიტანიც იყო, მიმდინარე სეზონში კი არცერთი წუთი არ უთამაშია. 

ჯენარო გატუზო საგონელებშია - "მილანის" ნახევარდაცვაში "ფიორენტინასთან" უთამაშებელი ფეხბურთელი იასპარეზებენ

მილანი ადრიანო გალიანი რიკარდო მონტოლივო სილვიო ბერლუსკონი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება