ჯენარო გატუზო საგონელებშია - "მილანის" ნახევარდაცვაში "ფიორენტინასთან" უთამაშებელი ფეხბურთელი იასპარეზებენ

საშინელი ამბები ხდება ჯენარო გატუზოსა და მთლიანად "მილანის" თავს. 

"როსონერი", 22 დეკემბერს, სერია ა-ს მე-17 ტურში, "ფიორენტინას" მნიშვნელოვანი დანაკლისით უმასპინძლებს. 

საქმე იმაშია, რომ "ლომბარდიელებს", ნახევარდაცვაში ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი, ჯაკომო ბონავენტურა, ლუკას ბილია, ტიმუე ბაკაიოკო, ფრანკ კესი და ანდრეა ბერტოლაჩი არ ეყოლებათ. 

ყველაფერი ამის გათვალისწინებით, გატუზოს მოუწევს, ხოსე მაურის და რიკარდო მონტოლივოს უხმოს.

თავად განსაჯეთ, ამ უკანასკნელს, მიმდინარე სეზონში, არცერთი წამი არ უთამაშია, რაც შეეხება მაურის, იგი "როსონერის" სასტარტო შემადგენლობაში ბოლო 17 თვეა არ ყოფილა. 

რინომ იგი მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორჯერ, რამდენიმე წუთით ათამაშა. 

"მილანს" ასევე მატეა კალდარა და ივან სტრინიჩიც დააკლდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

გატუზოს ულტიმატუმი წაუყენეს - რა შემთხვევაში გაუშვებს "მილანი" მთავარ მწვრთნელს

"იგუაინს სწორედ ეს ვუთხარი" - ჯენარო გატუზომ "პიპიტას" შესახებ ისაუბრა

"მათ ერთ დღეს სჭირდები, მეორე დღეს კი არა" - მარიო ბალოტელიმ "მილანის" ფანებზე ისაუბრა

მილანი ლუკას ბილია ჯაკომო ბონავენტურა ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება