მარიო მანჯუკიჩი "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოს მიიღებს

Tuttosport წერს, რომ მარიო მანჯუკიჩი 2019 წლის თებერვალში ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს.

ხორვატს 3-წლიანი კონტრაქტი და სეზონში 7,5 მილიონი ევროს გასამრჯელო სურს. ის ახლა 4,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. 

"ბებერი ქალბატონი" ყაბულს 2-წლიან შრომით ხელშეკრულებაზეა, თუმცა ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურება.

მანჯუკიჩი "იუვენტუსში" 2015 წლიდან ირიცხება, რა დროშიც 147 შეხვედრა ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა.  

ტურინის იუვენტუსი მარიო მანჯუკიჩი

მსგავსი პოსტები

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ

მოულოდნელი ამბავი - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია