"გაგრამ" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა

"გაგრას" ახალი მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე გახდა, რომელიც გუნდიდან წასული უკრაინელი სპეციალისტის დენის ხომუტოვის ასისტენტი იყო. 

"გაგა საფეხბურთო კლუბ "გაგრას" აღზრდილია. ამ კლუბში დაიწყო მისი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა. გასულ სეზონში გაგა უკრაინელი სპეციალისტის, დენის ხომუტოვის ასისტენტი გახლდათ.

იგი "გაგრაში", ფეხბურთელის ამპლუაში 2004-2007 წლებში თამაშობდა. შემდეგ იყო სხვა კლუბებიც, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ კი, 2009 წელს იგი გაგრაში, მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. აღნიშნულ სეზონში გაგა, პაატა გოცირიძის ასისტენტი გახლდათ.

მისთვის არც მთავარი მწვრთნელის რანგია უცხო. მან გუნდს პირველი ლიგის, 2015-2016 წლების სეზონში უხელმძღვანელა და მეხუთე ადგილი დაიკავა.

წარმატებას ვუსურვებთ გაგა გირკიტაძეს მთავარი მწვრთნელის რანგში", - წერია კლუბის განცხადებაში. 

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დენის ხომუტოვს "გაგრაში" გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისთვის.

ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ გაგრამ წინ ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც წელს ვერ შევძელით. ბევრმა ძლიერმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და მინდა მათ წარმატება ვუსურვო." - ეს კი უკვე ახალი მწვრთნელის გაგა კირკიტაძის სიტყვებია. 

"დინამო ბათუმმა" "გაგრას" ორი ფეხბურთელი დაიმატა

გაგრა გაგა კირკიტაძე დენის ხომუტოვი

მსგავსი პოსტები

"დინამო ბათუმმა" "გაგრას" ორი ფეხბურთელი დაიმატა

"გაგრამ" ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა დაასახელა

"დინამო თბილისი" მე-2 ლიგელთან დამარცხდა - საქართველოს თასზე ფინალისტები გამოვლინდნენ