ზვიად პატარიძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე 23 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ზვიად პატარიძემ (130კგ), ოქროს მედალი მოიპოვა.

მან ფინალში თურქი ოსმალ ილდირიმი დაამარცხა, იქამდე კი რუსეთის სახელით მოასპარეზე ნოჰჩო ლაბაზანოვსა და ფინელ იოჰანეს მაენპაეას აჯობა. 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი პატარიძემ კარიერაში მეექვსედ მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოქროს მედალს ნუგზარ წურწუმიაც (55კგ) დაეუფლა. 

პირველი ფინალური დღის შემდეგ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრები 58 ქულით პირველ ადგილზეა.

ხვალ 14 ნოემბერს კი ჩვენს ნაკრებს კიდევ 4 მედლის მოპოვების შანსი ექნება, რამაზ ზოიძე (72 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში არიან და ოქროს მედლებისათვის იბრძოლებენ, გიორგი მელია (97 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგძელებს ბრინჯაოსთვის ბრძოლას.

ნუგზარ წურწუმია ზვიად პატარიძ

მსგავსი პოსტები

ზვიად პატარიძე მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონია

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში რუსი მოჭიდავე დაამარცხა და ტატამი საქართველოს დროშით შემოირბინა