"იგუაინს სწორედ ეს ვუთხარი" - ჯენარო გატუზომ "პიპიტას" შესახებ ისაუბრა

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ გუნდის ფორვარდ გონსალო იგუაინის შესახებ ისაუბრა. 

"როსონერის" დამრიგებლის თქმით, კლუბი "პიპიტას" სრულ მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა მან მოედანზე უფრო მეტი უნდა შეძლოს. 

"იგუაინს ველაპარაკე და ვიცი რომ ის მის უგოლო სერიით ძალიან უკმაყოფილოა. მისი ხასიათი და გამოცდილება გუნდს ნამდვილად ესაჭიროება. 

მას შეუძლია "მილანს" ულიდეროს და ბევრი გოლი გაიტანოს. მას ვუთხარი, რომ უფრო მეტად უნდა მოინდომოს და შედეგიანი გახდეს", - აღნიშნა გატუზომ. 

იგუაინს გოლი უკვე 6 მატჩია არ გაუტანია. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

გონსალო იგუაინი "მილანს" ტოვებს? - არგენტინელი "ჩელსის" შეთავაზებას ელოდება

მილანი გონსალო იგუაინი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება