"მილანმა" შესაძლოა ალეშანდრე პატო დაიბრუნოს

La Gazzetta dello Sport წერს, რომ დიდია იმის ალბათობა, "მილანმა" თავისი ყოფილი ფეხბურთელი ალეშანდრე პატო დაიბრუნოს.

ბრაზილიელი, ამჟამად ჩინეთში ბურთაობს და "ტიანჯინ ქუანჯიანის" ღირსებას იცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერიში" დაბრუნება თავად ფეხბურთელსაც სურს.

რაც შეეხება ტრანსფერის ფინანსურს მხარეს, "მილანის" სურვილი იჯარაა, თუმცა შეთანხმების შემთხვევაში, სრულფასოვან გარიგებაზეც თანახმაა.

მილანი ალეშანდრე პატო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება