მიზეზი ცნობილია - რატომ არ იყო ლევან მჭედლიძე "ემპოლის" განაცხადში "ფიორენტინასთან" შეხვედრაში

iltirreno.gelocal.it იმ მიზეზე წერს, რის გამოც, "ემპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ჯუზეპე იაკინიმ, ლევან მჭედლიძე, "ფიორენტინასთან" მატჩში განაცხადში არ შეიყვანა. 

როგორც საიტი აღნიშნავს, ტოსკანელთა დამრიგებელი საექიმო შტაბმა გააფრთხილა, რომ ფლორენციაში ცუდი ამინდი იყო მოსალოდნელი და ახლად ტრავმა მოშუშებული მჭედლიძის თამაში, სარისკო იქნებოდა და ამიტომ განაცხადში არ შეეყვანა.  

შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინამ" "ემპოლი" 3:1 დაამარცხა, მჭედლიძემ კი მიმდინარე სეზონში 4 მატჩში ითამაშა და გოლი არ გაუტანია. 

ლევან მჭედლიძე ემპოლი

მსგავსი პოსტები

ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ემშვიდობება? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ცნობილი გუნდი ინტერესდება

ლევან მჭედლიძე მესისა და რიბერის გვერდით - ქართველი ფორვარდის უდიდესი მიღწევა

"მადლობა ღმერთს, ეს დღე მალე დადგება" - "ემპოლის" ფანები მჭედლიძის შესაძლო წასვლას ხარობენ და შეურაცხყოფას აყენებენ